ევროპის წამლის სააგენტომ ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო აბების გამოყენების ნებართვა გასცა | 28.01.2022

ევროპის წამლის სააგენტომ ფაიზერის კოვიდსაწინააღმდეგო აბების გამოყენების ნებართვა გასცა.    კომიტეტმა პაქსლოვიდს ავტორიზაცია COVID-19-ის მკურნალობაზე იმ ზრდასრულებისთვის მისცა, ვინც არ საჭიროებს დამატებით ჟანგბადის მიწოდებას და ასევე მათ ვინც ვირუსის რისკ ჯგუფს წარმოადგენს და დიდი შანსია, რომ დაავადებას გართულებული ფორმით გადაიტანს. პაქსოლივიდის მიღების შემდეგ პაციენტებში სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა.  პრეპარატი კომიტეტმა უსაფრთხო მედიკამენტად მიიჩნია, რომელსაც სუსტი გვერდითი ეფექტები აქვს. ევროპის წამლის სააგენტო გადაწყვეტილებას ევროკომისიას გაუგზავნის, რათა წამლის გამოყენებაზე გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე უმოკლეს ვადებში გავრცელდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები