დებიუტი მოგებულია, ვიცავ განვლილ მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ – ნონა გაფრინდაშვილი | 28.01.2022

კალიფორნიის სასამართლომ Netflix-ის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ მიმართვაშია საუბარი, რომელიც ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ გაავრცელა. ნონა გაფინდაშვილი ამბობს, რომ დებიუტი მოგებულია. მისი თქმით, ის იცავს განვლილ ცხოვრებას, ეროვნებას და მიღწევებს, რომლებსაც უღირსად შეეხნენ. ამერიკული კინოკომპანია ქართველი მოჭადრაკის მიერ შეტანილი სარჩელის გაუქმებას ითხოვდა. Netflix ამტკიცებდა, რომ სერიალი არის მხატვრული ნაწარმოები და მის შემქმნელებს კანონი ფართო მხატვრულ ლიცენზიას ანიჭებს. ნონა გაფრინდაშვილმა Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელი გასული წლის სექტემბერში შეიტანა. საქმე ეხება სერიალ “ლაზიერის გამბიტში” წარმოჩენილ ეპიზოდს, სადაც ის რუს მოჭადრაკედ არის წარმოჩენილი და აღწერილია, თითქოს ნონა გაფრინდაშვილი მამაკაც მოჭადრაკეს არასდროს დაპირისპირებია. გაფრინდაშვილი ამერიკული კომპანიისგან 5 მილიონ დოლარს ითხოვს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები