სეზონური გრიპი თუ კორონავირუსის საგანგაშო ვარიანტი | 27.01.2022

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი რეკორდულ ნიშნულს ინარჩუნებს. ინფიცირებულთა რიცხვი ისევ საგანგაშოდ მაღალია.  ბოლო 24 საათში კოვიდინფექცია 17 484  პირს დაუდასტურდა.  გარდაცვლილთა რიცხვს კი კიდევ 27 ადამიანი შეემატა.  უკონტროლო ეპიდვიტარებისა და ყოველდღიურად მზარდი კოვიდსტატისტიკის  ფონზე ჯანდაცვის ახალი მინისტრი ამბობს, რომ ომიკრონი უბრალოდ სეზონური გირპია, მაშინ როცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოსახლეობას მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ პანდემია ჯერ კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები