სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების მორიგი აქცია და უცვლელი მოთხოვნები | 26.01.2022

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები პროტესტს აგრძელებენ.  მორიგი აქცია დღეს ისევ ჯანდაცვის სამინისტროსთან გაიმართა. მოთხოვნა უცვლელია. დევნილები ხელისუფლების შეთავაზებას, რომელიც  კვადრატული მეტრი ბინის შეძენისთვის 550 დოლარის გამოყიფას ითვალისწინებს, არ ეთანხმებიან და თანხის გაზრდას ითხოვენ. დევნილებმა სამინიტროსგან უარი მიიღეს, სპეციალური  ჯგუფში სახალხო დამცველისა და იურისტების ჩართვის მოთხოვნაზეც.  ავარიულ კორპუსში დევნილები უკვე 30 წელზე მეტია ცხოვრობენ. 150-მდე ოჯახი  ალტერნატიული საცხოვრებელ ფართს  უკვე თვეებია  ითხოვს. ხელისუფლების უყურადღებობის გამო, არამდენიმე დრის წინ,  სანატორიუმში მცხოვრებმა 52 წლის მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.