კონსულტაციები უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის | 26.01.2022

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით “ქართული ოცნება” და ოპოზიცია ვერ შეტანხმდა. მმართველი პარტიის მიერ შედგენილ საბოლოო დოკუმენტში რუსეთი და მისი აგრესია არსადაა ნახსენები, რაც ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა იყო. შესაბამისად დეპუტატები რეზოლუციის პროექტს არ დაეთანხმნენ. დოკუმენტი კი დღეს პარლამენტში ვერ დარეგისტრირდა. ოპოზიცია აცხადებს, რომ დღეს დილით შეხვედრისას წარმოდგენილ ვერსიაში რუსეთის შესახებ ჩანაწერი იყო, თუმცა მოგვიანებით ტექსტი შეიცვალა. დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციამ პარლამენტში ალტერნატიული რეზოლუციის პროექტი დაარეგისტრიროს.

რეზოლუციის ტექსტში რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შეიმუშავა, პარლამენტი გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. პარლამენტი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური არგუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია. “ქართული ოცნებაში” აცხადებენ, რომ ოპოზიციის შენიშვნების ნაწილი ტექსტში გაითვალისწინეს, ამიტომ იმედოვნებენ, რომ საგაზაფხულო სესიაზე რეზოლუციას ოპოზიციონერი დეპუტატების მხარდაჭერა ექნება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები