შეთანხმდება თუ არა ოპოზიცია და მმართველი გუნდი უკრაინის ხარდამჭერ საერთო ტექსტზე | 25.01.2022

უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტზე საქართველოს პარლამენტში კონსულტაციები დაიწყო. მმართველი გუნდი და ოპოზიცია მზაობას გამოთქვამს, რომ რეზოლუციის მიღება ერთობლივი ინიციატივით განხორციელდეს. ოპოზიცია თვლის, რომ უკრაინის მხარდამჭერ გზავნილებთან ერთად ტექსტში დაგმობილი უნდა იყოს რუსეთის აგრესიული ქმედებები. დეპუტატები აცხადებენ, რომ თავისუფალი სამყაროს ბრძოლის ხაზი დღეს უკრაინაზე გადის, ხვალ კი შესაძლოა საქართევლოზე გავიდეს, ამიტომ მიიჩნევენ, რომ რეზოლუცია საქართველოს პარლამენტმა დროულად უნდა მიიღოს. დოკუმენტის დროულად მისაღებად მზადყოფნას გამოთქვამს მმართველი გუნდიც.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები