ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს | 25.01.2022

ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილი წევრის ნუგზარ ფუტკარაძის საქმის დროულ გამოძიებას ითხოვს.  “ნაციონალურმა მოძრაობამ” ამ მოთხოვნით,  სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს მიმართა. ამბობენ, რომ  ფუტკარაძის გარდაცვალებიდან ორი თვე გავიდა, თუმცა გამოძიებას ჯერ კიდევ არ გაუცია  იმ კითხვებზე პასუხები, რომელიც ამ საქმის ირგვლივ არსებობს.  ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ნუგზარ ფუტკარაძე გასული წლის 18 ნოემბერს გარდაიცვალა. გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში  “ნაციონალური მოძრაობამ” ფარული აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ყოფილი ძალოვანები, მათ შორის აჭარის მთავრობის თავჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამა,  დეპუტატის  გადაბირებას, კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ცდილობდნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები