კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი – ქვეყანაში ინფიცირების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა | 25.01.2022

კორონავირუსის მორიგი ანტირეკორდი.  ქვეყანაში ინფიცირების უპრეცენდენტოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ დღე- ღამეში COVID-19-ით 15 762  პირი დაინფიცირდა. გარდაცვლილთა რიცხვს კი კიდევ 42 ადამიანი შეემატა. უმძიმესი ეპიდვითარების ფონზე,  დამატებითი შეზღუდვების შემოღების საჭიროებას ჯანდაცვის სექტორში ვერ ხედავენ. ეპიდემიოლოგები ერთადერთ გამოსავალს ვაქცინაციასა და ბუსტერ დოზების გაკეთებაში ხედავენ. სწორდ ამიტომ, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 50 წელს ზემოთ პირებს ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში  100 ლარი ჩაერიცხებათ.

კორონავირუსით ინფიცირების  სტატისტიკის  ზრდის ფონზე, ჰოსპიტალური სექტორის პრობლემები ჯერჯერობით არ დგას. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ  კლინიკებში პაციენტების რაოდენობა არ იმატებს და საწოლების თითქმის ნახევარი თავისუფალია.  თამარ გაბუნია ფიქრობს, რომ ინფიცირებულების  მეთვალყურეობისთვის  ონლაინ  კლინიკებიც საკმარისია.

ქვეყანაში არსებული საგანგაშო ეპიდვიტარების ფონზე, პირველი თებერვლიდან შესაძლოა უსიმპტომო პირების  ტესტირება შეჩერდეს. ინიციატივა ამირან გამყრელიძეს ეკუთვნის. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენეტრის დირექტორი თვლის, რომ ამ ეტაპზე უსიმპტომო ადამიანების ტესტირებას და კონტაქტებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მისივე თქმით, აუცილებელი აღარ არის, სიმპტომიანი ადამიანის გატესტვაც. გამყრელიძის თქმით,  ასეთ შემთხვევაში, მოქალაქე პირდაპირ იზოლაციაში უნდა გადავიდეს.

ვარაუდი, რომ ომიკრონის სახელით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამი  ორწლიანი პანდემიის დასასრული გახდება კვლავ დავის საგანია.  საკითხზე ექსპერტებს ერთიანი პოზიცია არ აქვთ.  ეპიდემიოლოგებს ზუსტი პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა შანსი იმისა, რომ  ომიკრონის სწრაფი გავრცელება  მოსახლეობაში იმუნიტეტს შექმნის, მათი თქმით,  ნამდვილად არსებობს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები