“ქართული ოცნება” ევროპელ დეპუტატებზე გაბრაზებულია | 24.01.2022

“ქართული ოცნება” ევროპელ დეპუტატებზე გაბრაზებულია. მიზეზი კი ევროპარლამენტარების  ვიოლა ფონ კრამონის, მირიამ ლექსმანისა და მარინა კალიურანდის ის განცხადებაა, რომელშიც ისინი პარლამენტის თავჯდომარეს, შალვა პაპაუაშვილს მოუცლელობაში ადანაშაულებენ.  ირაკლი ზარქუა ევროპარლამენტარებს ურჩევს, რომ სხვა საქმით დაკავდნენ. “ქართული ოცნების” სხვა ლიდერები კი ამბობენ რომ თემაზე  ამომწურავი განმარტება პაპუაშვილმა უკვე გააკეთა.

ევროპარლამენტარებმა რამდენიმე დღის წინ შეშფოთება გამოთქვეს,  რომ  ვიზიტი, რომელიც ჟან მონეს დიალოგს ფარგლებში უნდა გამართულიყო  ჩაიშალა, რადგან მათი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა შეხვედრისთვის ვერ მოიცალა. მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა გაანცხადება გაავრცელა, რომელშიც ითქვა, რომ  საქართველოს პარლამენტს და ევროპარლამენტს, ახალი ხელმძღვანელები ჰყავთ, რის გამოც საჭირო იყო ჯერ ახლად არჩეულ თავმჯდომარეებს შორის შეხვედრა, შემდეგ კი ჟან მონეს დიალოგზე კონსულტაციების დაწყება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები