ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სულ უფრო უარესდება | 21.01.2022

8767 ახალი შემთხვევა და 49 გარდაცვლილი – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სულ უფრო უარესდება. კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი კი უკვე 5173-ია.  რთული ვითარებაა კლინიკებში, მათ შორის ციციშვილის ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც მართვით სუნთქვაზე სამი პატარა იმყოფება. რეანიმაციულ განყოფილებაში თავისუფალი საწოლი აღარ არის. ომიკრონის შტამის სწრაფი გავრცელების გამო ეპიდემიოლოგები ვითარების კიდევ უფრო დამძიმებას პროგნოზირებენ. ამ ფონზე კი ისევ დაბალია ვაქცინაციის ტემპი. 20 იანვარს ქვეყნის მასშტაბით სულ 7059 ადამიანი აიცრა. სრულად ვაქცინირებული კი მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 41,9%-ია.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები