სპეციალური სამუშაო ჯგუფი ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგისთვის | 21.01.2022

ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფარმაცევტული სექტორის მარეგულირებელი გარემოს სრულყოფის მიზნით, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე იმუშავებს.

პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში, მიღებული შედეგები და რეკომენდაციები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის დავალებით უკვე მზადდება სამოქმედო გეგმა, რომელიც მედიკამენტების ხარისხისა და მათზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს განსაზღვრავს.

სამუშაო ჯგუფის წევრები შეთანხმდნენ, რომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, ელექტრონული რეცეპტების დანერგვაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები