ქვეყანაში ეპიდვითარება საგანგაშო სტატუსს ინარჩუნებს | 20.01.2022

ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება საგანგაშო სტატუსს ინარჩუნებს. კიდევ  27 გარდაცვლილი და 6 351 ახალი ინფიცირებული- ასეთია ბოლო 24 საათის განახლებული კოვიდსტატისტიკა. სწრაფი ტემპით ზრდას აგრძელებს ომიკრონის სახელით ცნობილი კორონავირუსის ახალი შტამიც, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ვირუსის ახალი ვარიანტის  უკვე  1250-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.  არსებული ვითარების ფონზე ექიმებს დამაიმედედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირთ. ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ომიკრონის ტალღა პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს. ჰოსპიტალური სექტორის გაფრთხილებისა და გართულებების თავიდან არიდების მიზნით კი,  მოქალაქეებს დროულად აცრისკენ მოუწოდებენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები