უშედეგოდ დასრულებული შეხვედრა ერგნეთში | 20.01.2022

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების   ფარგლებში გამართული  მორიგი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. ქართულმა მხარემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველო მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა საოკუპციო რეჟიმმა საპასუხო მოთხოვნები დააყენა. შედეგად უცნობია როდის გათავსიუფლდება უკანონო ტყვეობაში მყოფი საქართველოს 6 მოქალაქე. შეხვედრაზე საუბარი ასევე უკანონო ბორდერიზაციასა და სოფელ კირბალში მიმდინარე პროცესებსაც შეეხო, სადაც ადგილობრივებმა ოკუპანტების გააქტიურება შენიშნეს.  როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენელი ამბობს, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს დღს არ დაუკონკრეტებიათ რას გეგმავენ სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები