რეპრესიები კულტურის სფეროში – თეა წულუკიანს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ | 20.01.2022

კულტურის სფეროს წარმომადგნლები თეა წულუკიანის წინააღმდეგ  ხვალ, კულტურის სამინისტროსთან,  აქციას გამართავენ. ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები მინისტრს წულუკიანს პოლიტიკური ნიშნით დევნაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ სამსახურიდან გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებია. ხელოვნების მუზეუმის ყოფილი დირექტორის  ეკა კიკნაძის თქმით, წულუკიანის მიერ გატარებული პოლიტიკა ქართულ კულტურას საფრთხეს უქმნის. როგორც დღევანდელ ბირფინგზე კულტურის  სფეროს წარმომადგნელებმა თქვეს, ხელოვნების მუზეუმიდან რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი თანამშრომელი – მაკო მაჭარაშვილი გაათავისუფლეს. მათი ინფორმაციით, მიზეზი იმ პეტიციის ხელმოწერა იყო, რომლითაც ხელოვანები „ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენა“ითხოვენ.

კულტურის სფეროს  გადასარჩენად პარტია “დროა” და “ლელო” წინააღმდეგობის მოძრაობას ქმნიან. ამბობენ, რომ თეა წულუკიანი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება თავისუფალი აზრის წინააღმდეგ საბჭოთა მეთოდებით იბრძვის. საზოგადოებამ კი ამ ყველაფერს პროტესტი უნდა დაუპირისპიროს. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხრიდან სფეროზე კონტროლის დამყარების მიზანმიმართული პროცესებია დაწყებული.

ხელოვნების მუზეუმიდან უკვე არაერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს. თითოეული მათგანი იმ პეტიციის ხელმომწერია, რომელიც  ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად დარეგისტრირდა. პეტიციის ხელმომწერები  მუზეუმში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას, მაღალკვალიფიციურ, კვლევაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და პარლამენტის მხრიდან პროცესის მაქსიმალურ კონტროლს ითხოვენ. კულტურის სამინისტრო კი მიმდინარე გათავისუფლებებს რეორგანიზაციით ხსნის.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები