ჩვენ არ ვართ მონები, ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს – სოცმუშაკების პროტესტი გრძელდება | 18.01.2022

“ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს, ჩვენ არ ვართ მონები” – ამ შინაარსის ბანერებით გაფიცულები სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროსთან დღესაც შეიკრიბნენ. სოც მუშაკები ხელფასების 100%-ით გაზრდას და უკეთეს სამუშაო პირობებს მოითხოვენ. ისინი უარს აცხადებენ სამინისტროს წინადადებაზე, ხელფასების 60%-იან მატებასტან დაკავშირებით და ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

ღირსეული ანაზღაურების მოთხოვნით ქვეყნის მასშტაბით  400-მდე სოცმუშაკი გაიფიცა, მათ შორის პროტესტის ამ ფორმას მიმართეს რეგიონებშიც. მუნიციპალიტეტების სერვის ცენტრები შეფერხებით მუშაობენ.  სოციალური მომსახურების სააგენტოებს მწირი რესურსით მუშაო უწევთ მათ შორის აჭარაში, სადაც თანამშრომლების მესამედია გაფიცული.  აჭარის ფილიალის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იმედოვნებს, რომ სააგენტოსა და აგენტებს შორის შრომის ანაზღაურების საკითხზე შეტანხმება შედგება და სამუშაო რეჟიმი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება.

პროტესტის ფონზე კი სოციალური მომსახირების სააგენტომ სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების გაზრდილი ხელფასების შესახებ ახალი ბრძანება უკვე დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 250 ლარიდან 400 ლარამდე იზრდება. უფროსი სპეციალური აგენტის ხელფასი კი 550 ლარის ნაცვლად 700 ლარით განისაზღვრა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები მომატებულ ხელფასებს 1 თებერვლიდან მიიღებენ.  სოც მუშაკების აქციაზე მისული პოლიტიკოსები თვლიან, რომ ხელფასების 60%-ით მომატება ნორმალური ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია ჯანდაცვის მინისტრი დასაქმებულებს შეხვდეს და გადაწყვეტილებაც მათთან შეთანხმებით მიიღოს.

2 დღიანი პროტესტის მიუხედავად ჯანდაცვის მინისტრი სოციალურ აგენტებს ამ დრომდე არ შეხვედრია. შესაბამისად დასაქმებულები პროტესტს აგრძელებენ  იქამდე, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები