შეუშლის თუ არა ხელს პრეზიდენტის გადაწყვეტილება მის მიერვე წამოწყებულ ეროვნულ შერიგებას | 14.01.2022

შეუწყობს თუ არა ხელს პრეზიდენტის მიერ გუშინ მიღებული გადაწყვეტილება მის მიერ წამოწყებულ ეროვნულ შერიგებას. სალომე ზურაბიშვილის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებზე ხელ მოაწერას ოპოზიცია აკრიტიკებს და ამბობს, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების მიღებისაგან შორს დგას.  მათი შეფასებით, ზურაბიშვილმა პოლიტიკური შეცდომა დაუშვა რომელსაც  დემოკრატიულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. მმართველ  გუნდში კი ამბობენ, რომ პრეზიდენტმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონზე ხელის მოწერით გაიზიარა მმართველი პარტიის არგუმენტები, რომელიც ცალსახად მიუთითებდა რომ ამ აპარატის გაყოფა ინსტიტუციურად სწორი გადაწყვეტიელბა იყო.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები