მძიმე ეპიდემილოგიური ვითარება ქვეყანაში და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი | 14.01.2022

5 567 ახალი შემთხვევა და კიდევ 36 გარდაცვლილი – ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება ისევ მძიმეა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში უკვე 14 395 ადამიანი ემსხვერპლა, ინფიცირებულთა საერტო რაოდენობა კი მილიონს უახლოვდება. ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, ამ ფონზე კი ისევ დაბალი რჩება ვაქცინაციის ტემპი.

ომიკრონის შტამის სწრაფი გავრცელების გამო მედიკოსები არ გამორიცხავენ, რომ დღიური ინფიცირების შემთხვევებმა 10 000-ს მიაღწიოს. ისინი ინფექციის სწორი მართვის საჭიროებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ომიკრონის წინააღმდეგ ერთადერთი ეფექტური საშუალება ვაქცინაციაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები