ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა | 14.01.2022

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა. ეკონომიკური სანქციები მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უკრაინაში შეჭრის საფრთხის გამო გაუხანგრძლივეს. ევროკავშირის გადაწყვეტილებით, სანქციები ძალაში სულ მცირე 31 ივლისამდე დარჩება. ევროკავშირმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს დაუწესა, რაც იყო საპასუხო რეაქცია უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციის გამო. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის შემდგომ შეიარაღებულ აგრესიას უკრაინასთან მიმართებით “მასშტაბური შედეგები მოჰყვება”. თავის მხრივ კი რუსეთი საპასუხო რეაქციით იმუქრება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები