დევნილების მოთხოვნა და აქცია კანცელარიასთან | 14.01.2022

დევნილთა კომპაქტური დასახლება ქართლის მცხოვრებლები ბინებით უზრუნველყოფას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი ამჟამინდელი საცხოვრებელი ინგრევა და სიცოცხლისთვის საშიშია. აქციაზე შეკრებულების ინფორმაციით რამდენიმე დღის წინ ჩამოცვენილი ბათქაშის გამო ერთ-ერთ პირს ჯანმრთელობაც დაუზიანდა და მას სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა. ალტერნატიული საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით ​დევნილები უკვე რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ. 12 იანვარს ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთანაც იმყოფებოდნენ. ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათი მოთხოვნები  არ დაკმაყოფილდება, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას მიმართავენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები