სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს გამოყენებაზე უარი თქვა და ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ხელი მოაწერა | 13.01.2022

საქართველოს პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენებაზე უარი თქვა  და ქართული ოცნების მიერ დაჩქარებული წესით მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში დატოვა. ზურაბიშვილმა გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, რომ მას  მიუღებლად მიაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონების დაჩქარებული წესით მიღება, თუმცა მიიჩნევს, რომ ვეტოს გამოყენებისთვის და მოტივირებული შენიშვნებისთვის არასაკმარისი საფუძველი არსებობს.

დღეს ხელი მოვაწერესახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებკანონში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ითვალისწინებს სამსახურის გაუქმებასა და მის ნაცვლად ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბებას. ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას. სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის. რაც შეეხება მეორე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს, რომლის ცვლილებებსაც აგრეთვე მოვაწერე დღეს ხელი, უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება,” – სალომე ზურაბიშვილი.

 

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები