აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა პუტინს და მის წრეს სანქციები უნდა დაუწესონ -სენატორების წერილი ბაიდენს | 12.01.2022

“მხარდაჭერის გაზრდა აღმოსავლეთ ევროპაში და სანქციები პუტინს” – 9 ამერიკელმა სენატორმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ,  ჯო ბაიდენს წერილობით მიმართა და უკრაინაში მხარდაჭერის გაზრდისკენ მოუწოდა. წერილში ნათქვამია რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ვლადიმერ პუტინსა და მის წრეს სანქციები უნდა დაუწესონ, რადგან ისინი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების დაშინებას განაგრძობენ. წერილში სენატორები რამდენიმე რეკომენდაციას გასცემენ და ასევე ზოგიერთი ძირითადი პრინციპის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.

„მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა აჩვენოს სიმამაცე და უარი თქვას პუტინის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება ჩრდილოატალანტიკური ალიანსის გაფართოებაზე, ამას მხოლოდ ნატო-ს წევრები გადაწყვეტენ. ამერიკა, მისი მოკავშირეები და პარტნიორები მხარს უჭერენ პრინციპს, რომ უკრაინის საკითხზე გადაწყვეტილება ან დისკუსია არ შედგება უკრაინის გარეშე. ეს უნდა გავრცელდეს საქართველოს შემთხვევაშიც. ნატო-ს კარი ღია რჩება იმ ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ, შეასრულონ ნატო-ს წევრობის ვალდებულებები და, რომელთა წევრობასაც წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში,“ – სენატორების წერილი ჯო ბაიდენს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები