ოპოზიცია ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს | 11.01.2022

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესის პარალელურად,  სასამართლოს ეზოში ოპოზიცია და  სამოქალაქო აქტივსტები შეიკრიბნენ. ადგილზე აქცია გამართეს, პარტია “ლელოს” ახალგაზრდული ფრთის წევრებმაც.  “ვერ გაგვაჩერებ”, “ვითხოვთ სამართლიან სასამართლოს”, “არა პოლიტიკურ სასამართლოს” – შესაბამისი  წარწერით, ახალგზარდებმა  სასამრთლოსთან  ბანერები მიიტანეს. ამბობენ, რომ მათი პარტიის ლიდერებზე პოლიტიკური შურისძიება მიმდინარეობს.  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობს ოპოზიციაც. ისინი ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ითხოვენ.

საქალაქო სასამრთლო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს უკვე 3 წელია განიხილავს.  საქმეზე მოსამართლე საბოლოო გადაწყვეტილებას  ხვალ, 11:00 საათზე გამოაცხადებს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები