„შავი სიის“ იდეა – „სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“ | 10.01.2022

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის შედეგად, სამოქალაქო აქტივისტებისა და იურისტების ნაწილმა  არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, რომელიც  ჩინოვნიკების მიერ   თანამდებობის ბოროტად გამოყენებას  და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს გამოავლენს.  ორგანიზაცია „სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“ წევრების თქმით, გამოავლენენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქვეყნის  დემოკრატიას ძირს უთხრიან. კორუფციონერთა და ადამიანის უფლებათა დამრღვევთა „შავი სიის“ იდეა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ოპოზიციის ნაწილი თვლის რომ ამ ეტაპზე უფრო აუცილებელი სასამართლო სისტემის რეფორმირებაა.  “ქართული ოცნება” კი  სააკაშვილს ურჩევს  შავი სიების შექმნა  საკუთარი თავთ  დაიწყოს და შემდეგ მისი პოლიტსაბჭოს წევრები მოაყოლოს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები