რამდენიმედღიანი შეფერხების შემდეგ ნაწილობრივ აღდგენილი რეისები | 10.01.2022

ყაზახეთის ქალაქ აქტაუდან თბილისის მიმართულებით კიდევ ერთი ავიარეისი შესრულდა. როგორც ყაზახეთიდან ჩამოფრენილი მგზავრები ამბობენ, ამ დროისთვის, ქვეყანაში სიტუაცია სტაბილურია. მათივე ინფორმაციით, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. დღესვე შესრულდა ფრენა თბილისიდან ქალაქ აქტობეს მიმართულებითაც. რეისზე 48 მგზავრმა გაიარა რეგისტრაცია. როგორც გამგზავრებამდე ყაზახეთის მოქალაქეები აცხადებდნენ, ყაზახეთში ინტერნეტის მიწოდება შეზღუდულია, თუმცა, მათი ინფორმაციით, ქვეყნაში ვითარება შედარებით სტაბილურია და ქალაქებს სამხედროები აკონტროლებენ. გუშინ ქუთაისისა და თბილისის აეროპორტებში ყაზახეთიდან სულ 4 თვითმფრინავი დაეშვა. მგზავრებს შორის საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები