სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია | 06.01.2022

მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოყენებაზე ულტიმატუმის ვადა იანვრის ბოლომდე გადაწია. ინფორმაცია ექსპრეზიდენტის საკნიდან, მისმა უფლებადამცველმა გამოტანა. შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებას და იუსტიციის სამინისტროს დრო მისცა იმისთვის,  რომ მას ღირსეული დახმარება გაეწიოს და  მისი მოთხოვნები დაკმაყოფილდეს.

მართველ პარტიაში მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმს სერიოზულად არ აღიქვავენ. ამბობენ, რომ ის სხვა პატიმრებისგან განსხვავებული არაფრითაა და მისი მოთხოვნები აბსურდულია.  “ქართულ ოცნებაში” კიდევ ერთხელ თქვეს,  რომ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება. ოპოზიციის ნაწილი  კი თვლის, რომ მიხეილ სააკაშვილის გადასწყვეტია, თუ რა ფორმით გაარძელებს  ის მისი უფლებებისთვის ბრძოლას.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები