საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლების 90%-სთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება – მერია | 05.01.2022

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის საჭირო  აბონემენტის შეძენა დღეიდან უკვე  შესაძლებელია.  ახალი სატრანსპორტო ბარათების შეძენა  დღეიდან მეტროსადგურებში, ხვალიდან კი “საქართველოს ბანკის” ფილიალებშია შესაძლებელი.  ე.წ მეტრომანები კი ტრანსპორტში ერთჯერადად გადახდის შემთხვევაში ძალაში რჩება.  თბილისის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის თქმით, მომხმარებლების 90%-სთვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ძვირდება.

შეგახსენებთ, რომ   ერთჯერადად მგზავრობისთვის საჭირო  ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი  ულიმიტო ბარათი კი 3 ლარი.  1-კვირიანი – 20 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები