“ნაციონალური მოძრაობა” მზად არის ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში დაბრუნდეს | 04.01.2022

განიხილავს თუ არა პარლამენტი მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს. “ნაციონალური მოძრაობა” მზად არის ბოიკოტი შეწყვიტოს და პარლამენტში დაბრუნდეს, თუ პატიმარი ექსპრეზიდენტის უფლებების შესაძლო დარღვევის ფაქტების შესწავლის მიზნით, დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება. ყველაზე მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ კოლეგებთან კონსულტაციები უკვე დაიწყო.

სახელმწიფო  ინსპეტორის სამსახურის გაუქმების შემდეგ  მიხეილ სააკაშვილი მის მიმართ  განხორციელებული  წამების ფაქტზე,  საპარლამენტო  საგამოძიებო  კომისიის შექმნის ინიციატივით თავად გამოვიდა. კომიიის შექმნას პარლამენტში 50 დეპუტატის ხმა სჭირდება თუმცა ხმების ეს რაოდენობა ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს.  განსხვავებულია ოპოზიციის პოზიცია. გიორგი გახარიას პარტია არ აპირებს, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს. “გირჩი” კი “ნაციონალურ მოძრაობას” საკუთარ პირობებს უყენებს. სააკაშვილის  ინიციატივას მხარს უჭერს პარტია “ლელო” საქართველოსთვის.

ადვოკატებთან  უპრობლემო  კომუნიკაციის შესაძლებლობას და საპატიმროში  ექიმების შესვლას ითხოვს თავად მიხეილ სააკაშვილი და ხელისუფლებას ვადას 6 იანვრამდე აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში,  მესამე პრეზიდენტი კვლავ  მწვავე პროტესტს გეგმავს.  მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ვარაუდობენ, რომ   იმ შემთხვევაში, თუ ექსპერზიდენტი შიმშილობას ისევ დაიწყებს,   პროტესტის ეს ფორმა მძიმე შედეგით დასრულდება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები