საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება. | 31.12.2021

31 დეკემბერს, დედაქალაქში დაგეგმილ საახალწლო ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს მუნიციპალური ტრანსპორტი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.

ავტობუსები 23:00-დან 03:00 საათამდე მსურველებს მათთვის ხელსაყრელ მეტროსადგურებთან დააკავშირებენ. დროის ამ მონაკვეთში, მგზავრები ავტობუსით, მეტროსა და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო ხაზის დახმარებით, გადაადგილებას უფასოდ შეძლებენ. მგზავრებს თბილისის მეტრო 00:00-დან 03:00 საათამდე უფასოდ მოემსახურება შობის ღამესაც.