როგორ აფასებენ პოლიტიკოსები 2021 წელს | 31.12.2021

ოლიგარქიული მმართველობა, პოლიტიკური მართლმსაჯელება, სასამართლო კლანი, გაყალბებული არჩევნები, ჟურნალისტებზე და სამოქალაქო აქტივისტებზე გაზრდილი ძალადობა და გაღარიბებული მოსახლეობა – ეს იმ  პრობლემების ჩამონათვალია,  რომელზეც ოპოზიცია საუბრობს.  ამბობენ, რომ  2021  წელი გამორჩეულად მძიმე წელი იყო. გახშირდა,  ოპონენტებზე შურისძიების ფაქტები, პოლარიზაცია კი გაღრმავდა. 2021 წლის შეფასებისას, ოპოზიცია აქცენტს, საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე აკეთებს. ოპოზიციის გასაკუთრებულ კრიტიკას იმსახურებს, 19 აპრილის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების” გასვლაც.

ოპოზიცია საუბრობს  სუს-დან გამოჟონილ საიდუმლო ფაილებზეც, მათი თქმით  დასტურდება რომ სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური ისევ ყველას  უსმენს. კრიტიკის სამიზნეა სასამრთლო სისტემაც. ოპოზიციისთვის საინტერესოა იყო,  2021 წელს “ქართულ ოცნებაში” განხორციელებული საკადრო ცვლილებებიც. ამბობენ, რომ მინისტრებისა და პარლამენტის თავჯდომარის შეცვლა, ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას არაფორმალურად მართავს.

ოკუპაცია, სიღარიბე და პანდემია – “ქართული ოცნებისთვის” ეს წლის მთავარი გამოწვევებია. ისტორიულ გამარჯვებად კი  მმართველ გუნდი სტრასბურგის სასამართლოს იმ  გადაწყვეტილებას თვლის, რომლითაც  საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ  2008 წლის  ომთან დაკავშირებული დავა მოიგო.

2021  წელი განსაკუღრებით მძიმე რომ მედიისთვის აღმოჩნდა ამაზე ოპოზიციაც და მმართველი გუნდიც თანხმდება, თუმცა “ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ მედია ქვეყანაში  პოლიტიკურ კრიზისს კიდევ უფრო მეტად ამძაფრებს.

2021 წლის შეფასებისას,  ექპერტები განსაკუთრებულ აქცენტს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე აკეთებენ.  მათ კრიტიკას იმსახურებს საერთაშორისო პარტნიორებთან გაუარესებული ურთიერთობებიც, რომლის მიზეზიც, ექსპერტების თქმით, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილებებია.

განსხვავებული პოზიციების მიუხედავად,  ოპოზიციაც და ხელისუფლებაც იმედოვნებს, რომ 2022 წელს პოლიტიკური კრიზისის  დაძლევა შესაძლებელი გახდება. ასევე დასრულდება  პანდემია და ეკონომიკურ კრიზისი.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები