2021 წლის თბილისის მთავრობის ბოლოს სხდომა, კალაძემ ბრალდებებზე პასუხს და მედიის კრიტიკას დაუთმო | 29.12.2021

2021 წლის თბილისის   მთავრობის ბოლოს სხდომა,  ბრალდებებზე პასუხს  და მედიის კრიტიკას დაეთმო. კახი კალაძემ  პარკირების საფასურის ზრდასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, პირველი განმარტება გააკეთა. თქვა, რომ  ოპონენტები იტყუებიან და  პარკირების წლიური აბონემენტი 800 ლარმდე არ იზრდება. კალაძე განმარტავს, რომ მერიას შემოაქვს სააბონიმენტო პაკეტები, რომლის შეძენაც მოქალაქეებს სურვილისამებრ შეეძლებათ. პარკირების ფასები კი მისივე თქმით, უცვლელი რჩება.

კიდევ ერთი განმარტების გაკეთება დედაქალაქის მერს რამდენიმე დღის წინ ე.წ. დეზერტირების ბაზარში მომხდარი შემთხვევის შესახებ მოუწია. საუბარია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, უსახლკარო მოქალაქე ქუჩაში ყინვისგან გარდაიცვალა. მერმა განმარტა, რომ არსებული ინფორმაცია მცდარია და გარდაცვლილს ბინა სახლემწიფოსგან  მიღებული ჰქონდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები