12 კარავი და შიმშილობის მე-7 დღე | 27.12.2021

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობის აქცია გრძელდება – კახეთის გზატკეცილზე, “ნაციონალური მოძრაობის”  ცენტრალურ ოფისთან, ამჟამად 12 კარავია გაშლილი, რომელშიც პროტესტის უკიდურეს ფორმას 200-მდე ადამიანი მიმართავს. პარტიაში ამბობენ, რომ  მოშიმშილეების ჯანმრთელობის მონიტორინგი მუდმივად რეჟიმში მიმდინარეობს.  მოშიმშილეების მოსანახულებლად “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან დღეს მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მივიდა.

შეგახსენებთ, რომ მასობრივი შიმშილობის აქცია ოპოზიციამ  7 დღის წინ დაიწყო.