“ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ჩქარობს | 27.12.2021

“ქართული ოცნება” სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილვას. საკითხს კენჭი დღეს ბიუროს სხდომაზე უყარეს. საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა ოპოზიციამ. მათი თქმით  “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი ინიციატივა მოცულობითია და მსგავსი მნიშვნელობის რეფორმის დაჩქარებული წესით განხილვა შეუძლებელია. ოპოზიცია ითხოვდა, რომ პარლამენტს ჯერ ლონდა თოლორაიას 2020 წლის ანგარიში მოესმინა და მხოლოდ ამის შემდეგ დაწყებულიყო საკითხზე მსჯელობა, თუმცა მმართველი პარტიის დეპუტატებმა ოპონენტების წინადადება არ გაიზირეს და სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში ცვლილებებს პარლამენტი მიმდინარე კვირაშივე განიხილავს და მიიღებს. ოპოზიცია თვლის, რომ “ქართული ოცნება” საკითხის დაჩქარებული წესით განხილვით და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებით ლონდა თოლორაიას დასჯას ცდილობს, რისი მიზეზიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიებაა.