ორბელიანის სასახლეში, პრეზიდენთან შეხვედრები გრძელდება. დღეს სალომე ზურაბიშვილს, ნიკა მელია შეხვდა | 27.12.2021

ორბელიანის სასახლეში, პრეზიდენთან შეხვედრები გრძელდება. დღეს სალომე ზურაბიშვილს, ნიკა მელია შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ეროვნული თანხმობისთვის შედგა,  მელიას განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს. “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარე ამბობს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულების გარეშე,  სამოქალაქო თანხმობაზე ვერ ისაუბრებს.

სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემაც გამართა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ  ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირების მთავარი გზა „ნაციონალური მოძრაობის“ დასუსტებაა.  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ ინიცირებული ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში მეორე კვირაა პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ხვდება.