კიდევ ერთი მინისტრი “ქართუ ბანკიდან”- ღარიბაშვილმა ჯკანდაცვის ახალი მინისტრი წარადგინა | 27.12.2021

ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ეკატერინე ტიკარაძე, ზურაბ აზარაშვილმა დღეს ოფიციალურად შეცვალა. აზარაშვილმა მინისტრის თანამდებობაზე, თავდაცის სამინისტროდან გადმოინაცვლა, სადაც მას აქამდე, მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. წარსულში კი ის “ქართუ” ბანკში საქმიანობდა. ახალი მინისტრი   ეკატერინე ტიკარაძემ დღეს თანამშრომლებს წარუდგინა.  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. ახლად დანიშნულმა მინისტრმა თქვა რომ ბუნებით მაქსიმალისიტია და სხვებისგანაც ამავეს მოითხოვს.

ზურაბ აზარაშვილი მინისტრის პოსტზე, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა. თქვა, რომ ის ექიმების ოჯახშია გაზრდილი და კარგად ესმის ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. თავად აზარაშვილი ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე მუშაობა მისთვის  უდიდესი პასუხისმგებლობაა.

ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების შესახებ 9 დეკემბერს განაცხადა. ის საქმიანობას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოში აგრძელებს. თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე ტიკარაძეს მედიასთან არ უსაუბრია, თუმცა პოლიტიკურ კულუარებში  მასსა და პრემიერ ღარიბაშვილს შორის არსებულ  უთანხმოებაზე, უკვე დიდი ხანია საუბრობდნენ.