ბათუმში საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა -ოპოზიციის მოწვეულ სხდომაზე, „ოცნება“ არ მივიდა | 23.12.2021

ბათუმში ახლადმოწვეული საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა. მიზეზი ამჯერად “ქართული ოცნების” ბოიკოტი  გახდა. სხდომაზე რომლიც ოპოზიციამ მოიწვია, ოცნების დეპუიტატები არ გამოცხადდნენ. მმართველი  გუნდის წევრებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა ის  საკითხები, რომელებიც დღის წესრიგში “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააყენა. ოპოზიციის მოთხოვნით, დღის წესრიგი ორი საკითხის კენჭისყრას ითვალისწინებდა-ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა და 2022 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის ბათილად ცნობა, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატების პროტესტის მიზეზი გახდა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები