პრეზიდენტი პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს და ეროვნულ შერიგებაზე მათ აზრებს ისმენს | 21.12.2021

სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს და ეროვნულ შერიგებაზე მათ აზრებს ისმენს.  ოპოზიცია თანხმდება, რომ ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან უნდა გამოვიდეს და ამიტომ ისინი შეთანხმებისთვის მზად არიან. თუმცა, მაგალითად “ნაციონალურ მოძრაობაში” თვლიან, რომ ეროვნული შერიგება წარმოუდგენელია თუ ქვეყანაში პოლიტპატიმრები იქნებიან.

16 დეკემბერს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები საახალწლო ღონისძიებაზე მიიწვია და “ეროვნული თანხმობის” მიღწევის ინიციატივა გააცნო. პრეზიდენტმა შერიგების მნიშვნელობასა და პოლარიზაციის დასრულების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ვალდებულად თვლის, პრეზიდენტობის დარჩენილი 3 წლის განმავლობაში შერიგების პროცესი დაიწყოს.  თუმცა ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ ეროვნული შერიგების პროცესში რაიმე სახის წინაპირობა არ უნდა არსებობდეს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები