შეძლებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალი ეტაპის შემოტანას | 20.12.2021

სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკოსებთან  კონსულტაციები უკვე დაიწყო.  პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრი შემდეგ, ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს იწყებს და მათ აზრებს “ეროვნულ შერიგებაზე” პირადად ისმენს. ოპოზიციაში ეროვნული შეთანხმებისთვის მზად არიან. ამბობენ, რომ  ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან აუცილებლად უნდა გამოვიდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილმა შერიგებაზე საუბრისას წინაპირობები გმორიცხა, “ქართული ოცნება” რიტორიკას არ ცვლის და აცხადებს, რომ დესტრუქციული ოპოზიცია კონსტრუქციულ საუბარზე უნდა გადაერთოს. მათივე თქმით  ნაციონალურმა მოძრაობამ  9 წლიანი მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომები უნდა აღიაროს და საკანონმდებლო ორგანოს მუშაობაში აქტიურად უნდა ჩაერთოს.

16 დეკემბერს საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები საახალწლო ღონისძიებაზე მიიწვია და “ეროვნული თანხმობის” მიღწევის ინიციატივა გააცნო. პრეზიდენტმა შერიგების მნიშვნელობასა და პოლარიზაციის დასრულების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავს ვალდებულად თვლის, პრეზიდენტობის დარჩენილი 3 წლის განმავლობაში შერიგების პროცესი დაიწყოს.  მისი თქმით,  საზოგადოება ქვეყანაში არსებული პრობლემებით უკვე გადაღლილია და მოქალაქეები პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. ზურაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ შერიგების პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რაიმე ფორმის წინაპირობა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები