მარგველაშვილი სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს – გასაიდუმლოებული შეხვედრა მოქმდ პრეზიდენტთან | 20.12.2021

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს.  ამ წინადადებით ყოფილმა პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს უკვე მიმართა, თუმცა რა პოზიცია ექნება იუსტიციის სამინისტროს ამ დრომდე უცნობია.  მარგველაშვილის ინიციატივას წინ უსწრებდა გასაიდუმლოებული შეხვედრა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტთან.  სალომე ზურაბიშვილთან გამართული აუდიენციის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის  განმუხტვა იყო. ამ დრომდე უცნობია დათანხმდება თუ არა სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც სამ პრეზიდენტს შორის შეხვედრას ეხება.

ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით ცნობილია მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის პოზიციაც.  მიხეილ სააკაშვილი   მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად,  დიალოგის შეთავაზებას მიესალმება.  ამის დასტურად მესამე პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დღეს სპეციალური მიმართვა გაავრცელა. სააკაშვილი  ამბობს, რომ   გიორგი მარგველაშვილის ინიციატივა პროაქტიული პოზიციაა  და მზად არის   შეხვედრა ნებისმიერ დროს გამართოს.   სააკაშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები