ნატო ოფიციალური თბილისისგან პოლიტიკური უთანხმოების დასრულებას და პოლარიზაციის შემცირებას ელოდება | 15.12.2021

ნატო ოფიციალური თბილისისგან პოლიტიკური უთანხმოების დასრულებას და პოლარიზაციის შემცირებას ელოდება. გზავნილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გაახმოვანა. განცხადება იენს სტოლტენბერგმა დღეს, ირაკლი ღარიბაშვითან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. საქართველოს პრემიერი ნატო-ს გენერალურ მდივანს, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე შეხვდა. როგორც მხარეებმა მედიისთვის გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნეს განიხილეს  ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ნატო-ში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯები . პრემიერმა  აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრობა  ქვეყნის  საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პრიორიტეტულ საკითხია. იენს სტოლტენბერგმა  კი  საქართველოს ავღანეთში გაწეული ძალისხმევისთვის და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.  მან  ყურადღება საქართველოში მართლმსაჯულების რეფომის მნიშვნელობასა და  მედიის თავისუფლების საკითხზეც გაამახვილა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები