41 მახათი პროკურორ შოთაძეს – პერფორმანსი პროკურატურასთან | 13.12.2021

“41 მახათი პროკურორ შოთაძეს” – ამ სახელწოდებით სამოქალაქო აქტივისტებმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.  აქტივისტებმა პროკურორ შოთაძეს 41 მახათი საჩუქრად ბიძინა ივანიშვილის ერთგული მსახურებისთვის მიუტანეს. მიაჩნიათ,  რომ ხელისუფლების ხელში პროკურატურა პოლიტიკური შურისძიების ერთ-ერთი იარაღია და  სააკაშვილი პოლიტიკური ტყვეა. ამბობენ, რომ პროკურატურა და პროკურორი ირაკლი შოთაძე საკმაოდ შორს არიან  ობიექტური გამოძიებისაგან.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები