“სააკაშვილი მკურნალობის გაგრძელებას საზღვარგარეთ საჭიროებს” – რას ამბიბემ მმართველ გუნდში | 13.12.2021

მიხეილ სააკაშვილი  მკურნალობის გაგრძელებას  საზღვარგარეთ საჭიროებს. ამ ინიციატივას ცენტრი ემპათია ავრცელებს. უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც მესამე პრეზიდენტის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას და ფარმაკოლოგიურ წამებას ასახავს.  ადვოკატების ინფორმაციით, ემპათიას დასკვნა მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში სარჩელთან ერთად გადაიგზავნება. მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ ყველა დოკუმენტს გამოიყენებენ, რომელიც სააკაშვილის უფლებების დარღვევას ადასტურებს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილმა კონსილიუმმა კიდევ ერთხელ შეისწავლა. მედიკოსები დასკვნას ამზადებენ, რომელიც საჯარო უახლოეს დღეებში გახდება.