მივაწოდე ყველა საჭირო ინფორმაცია – ხაბეიშვილი ქოლ-ცენტრების საქმეზე გამოკითხეს | 13.12.2021

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი პოლიციაში გამოიკითხა.  საქმე ეხება ე.წ ქოლ-ცენტრების  თაღლითურ სქემას. ხაბეიშვილის ინფორმაციით, ამ საქმის უკან   სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბიძინა ივანიშვილის ნათესავი,  უჩა მამაცაშვილი დგანან.  სქემაში  ჩართულია 20 000-მდე ქოლ-ცენტრის თანამშრომლი, რომლებიც ხაბეიშვილის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ყალბ აქტივებს ასაღებენ. ოპოზიციის წევრმა, გამოძიებას ყველა საჭირო ინფორმაცია მიაწოდა.მისი თქმით, ყველა დოკუმენტს საქართველოში გაამზადებს და საქმეს საერთაშორისო გამოძიებას გადასცემს.