გახარიას გუნდი საკრებულოებში ფარული კენჭისყრის გაუქმებას ითხოვს | 13.12.2021

პარტია “საქართველოსთვის” საკრებულოებტან დაკავშირებით მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. გახარიას პარტიამ საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, საკრებულოებმა ყველა გადაწყვეტილება არა ფარული, არამედ  ღია კენჭისყრით უნდა მიიღონ.  მათ შორის, დეპუტატები ითხოვენ ღია კენჭისყრა ჩატარდეს პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.

პარტია “საქართველოსთცის” წევრები აცხადებენ, რომ კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება მნიშვნელოვანია, ვინაიდან “ქართული ოცნება” უკანონო მეთოდების გამოყენებას არჩევნების შემდეგაც აგრძელებს და მუქარით და მოსყიდვით ცდილობს საკრებულოებში უმრავლესობის შენარჩუნებას. დეპუტატები მოუწოდებენ პარლამენტის თავმჯდომარეს უზრუნველყოს კანონპროექტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე გატანა. ასევე, მივმართავენ პარლამენტის წევრებს, რომ საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირონ.