მიხეილ სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს, თუმცა არის უკეთესად – ადვოკატი | 10.12.2021

“მიხეილ სააკაშვილი თავს კვლავ სუსტად გრძნობს, თუმცა არის უკეთესად,” – ამ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ ექსპრეზიდენტის ადვოკატი ავრცელებს. შოთა თუთბერიძის ინფორმაციით,  მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი მადლობას უხდის სახალხო დამცველს იმისთვის, რომ მისი უფლებების დაცვის კუთხით  აქტიურად მუშაობს.