„ქართული ოცნებისთვის“ ამერიკელი მაღალჩინოსნის კრიტიკა მიუღებელია – ერიკა ოლსონის განცხადება | 09.12.2021

“საქართველოს მთავრობამ ზოგიერთ დემოკრატიულ პროცესს ძირი გამოუთხარა” – განცხადების ავტორი ამერიკის  სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე, ერიკა ოლსონია. ამერიკელი  მაღალჩინოსანის თქმით, ოფიციალურ ვაშინგტონს აწუხებს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელისუფლებამ   საარჩევნო და სასამართლო რეფორმებს განხორციელების მიმართულებით გადადგა. ეს განცხადებები ოლსენმა, საქართველოში ვიზიტიდან ერთ თვეში გააკეთა. ნოემბერში ის პრემირსა და “ქართული ოცნების” ლიდერებს შეხვდა.  ოლსონიო ამბობს, რომ ვიზიტმა მას ქართველ ხალხსა და ამერიკას შორის მტკიცე მეგობრობის შესახებ შეახსენა, თუმცა ასევე წარმოაჩინა დემოკრატიული საქმიანობის გაგრძელების საჭიროებაც.

ამერიკის  სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის ეს შეფასებები არ უკვირს ოპოზიციას. ისინი უკვე დიდი ხანია ამბობენ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დემპკრატიულ განვითარებას ზურგი აქცია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას, სავარაუდოდო მძიმე შედეგებიც მოჰყვება.

“ქართული ოცნებისთვის” ამერიკელი მაღალჩინოსნის კრიტიკა მიუღებელია. უფრო მეტიც, მმართველი პარტიის ნაწილს, ერიკა ოლსონზე არცკი სმენია. ის ლიდერები კი, ვინც ამერიკის  სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის საქმიანობას იცნობენ, მისგან   კონკრეტულ ფაქტებსა და  არგუმენტებს ითხოვენ. “ქართული ოცნება” ოლსონს მიმართავს, დაასახელოს  საერთაშორისო პრაქტიკა და სტანდარტი, რომელსაც ან უზანაეს სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა ან ის რეფორმა ეწინააღმდეგება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები