საქართველოს მოსახლეობას ლარში აღებული სესხები კიდევ გაუძვირდა | 08.12.2021

საქართველოს მოსახლეობას ლარში აღებული სესხები კიდევ გაუძვირდა. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0,5  პუნქტით, 10,5 პროცენტამდე გაზარდა. შედეგად 169 700 ადამიანს სესხზე საპროცენტო განაკვეთი გაეზარდა. ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი მაღალი ინფლაციით ხსნის. კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ინფლაცაზე წნეხს საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებული პროდუქცია ახდენს და რომ არა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ინფლაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. ეროვნული ბანკი ინფლაციის ზრდას შემდგომ თვეებშიც ელოდება, თუმცა ვარაუდობენ, რომ გაზაფხულიდან შემცირებას დაიწყებს.