“მოსმენებსა და მიყურადებაზე გარე კონტროლის მექანიზმები უკიდურესად სუსტია” | 08.12.2021

სისტემური პრობლემები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის კრიტიკის მთავარ სამიზნეს ამჯერად სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს.  ანალიტიკურ დოკუმენტში, რომელიც EMC-იმ დღევანდელ  პრესკონფერენციაზე წარადგინა სუსის მიერ ელექტრონული მიყურადების კუთხით არსებული პრობლემებია განხილულია.  დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება მედიაში გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს ეთმობა, რომლებიც ორგანიზაციის შეფასებით, 2013-21 წლებში უწყების  მიერ მასობრივ თვალთვალზე მიუთითებს. დოკუმენტში კრიტიკულადაა შეფასებულუი უწყების სისტემური მუშაობაც. EMC-ის შეფასებით,  მოსმენებსა და მიყურადებაზე გარე კონტროლის მექანიზმები უკიდურესად სუსტია, რაც უსაფრთხოებს სექტორის ფორმირებასა და ფარული მიყურადების ფუნდამენტურ რეფორმას საჭიროებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულ სისტემური პრობლემებზე წლებია საუბრობს ოპოზიციაც. მათი ნაწილი დღეს უკვე თვლის, რომ  სუს-ი  საერთოდ  უნდა გაუქმდეს, რადგან  შესაბამის ვალდებულებებს არ ასრულებს. ამბობენ, რომ  უწყება  პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გადაიქცა. ოპოზიიისგან გასხვავებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულ პრობლემებს ვერ ხედავს  მმართველი გუნდი. ფიქრობენ, რომ ქვეყანაში არსებული სიმშვიდე სწორედ სუსის დამსახურებაა.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები