ნონა გაფრინდაშვილი ნეთფლიქსის წინააღმდეგ- გახმაურებულ სარჩელზე კალიფორნიაში მოსმენა ჩაინიშნა | 07.12.2021

ნონა გაფრინდაშვილი ნეთფლიქსის წინააღმდეგ.  ცნობილი მოჭადრაკის გახმაურებულ სარჩელზე კალიფორნიის შტატის სასამართლოში ზეპირი განხილვა ჩაინიშნა. საქმე ეხება სერიალ ლაზიერის გამბიტს, რომლის ეპიზოდში,  გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევის შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.  სერიალის მიხედვით, ნონა გაფრინდაშვილს  არასდროს უთამაშია  მამაკაც მოჭადრაკეებთან, მაშინ როცა ის მამაკაცთა ტურნირებზე 1950 წლების ბოლოდან წარმატებით ასპარეზობდა. ამასთან, სერიალში ის მოხსენიებულია, როგორც რუსი მოთამაშე.  დაიკითხა სერიალის ცნობილი რეჟისორი ფრენკ სკოტი, რომელმაც აღიარა, რომ ქართველი მოჭადრაკის კარიერული მიიღწევების შესახებ სიმართლე იცოდა.  სკოტის ჩვენებაზე დაყრდნობით კი  გაფრინდაშვილის ადვოკატებმა  სასამართლოს საპასუხო პოზიცია წარუდგინეს.  ქართველი  მოჭადრაკე მიყენებული ზიანისთვის კომპანიისგან  5 მილიონ აშშ დოლასრ ითხოვს. გახმაურებულ საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 24 ინავრის შემდეგ გახდება ცნობილი.