თბილისის მერია გარემოვაჭრეების წინააღმდეგ | 07.12.2021

დედაქალაქის მთავრობის წარმომადგენლები  გარემოვაჭრეებს დახლების აღებას თხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაჯარიმებით ემუქრებიან. ინციდენტს ადგილი ჰქონდა დღეს დელისის მეტროსთან.  როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ,  ერთ-ერთი მოვაჭრე მერიის ინსპექციამ 50 ლარით უკვე დააჯარიმა. როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, ეს მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა და მუშაობის შეწყვეტა არ შეუძლიათ.