გახდა თუ არა ღარიბაშვილისა და ტიკარაძის მორიგი უთანხმოების მიზეზი ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი | 07.12.2021

დაუპირისპირდნენ თუ არა ერთმანეთს პრემიერი და ჯანდაცვის მინისტრი – ეჭვები  მედიას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა და ჯანდავის მინისტრმა სხდომა  უკომენტაროდ  დატოვეს. გავრცელებული  ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი ამჯერად ე.წ. უვადო მწვანე პასპორტი ხდება.  პრემიერის ინიციატივით, მწვანე პასპორტები უვადოდოდ  იმ მოქალაქეებსაც აქვთ, რომლებმაც კოვიდი 6 თვის წინ გადაიტანეს. ამ გადაწყვეტილებას კი ჯანდაცვის მინისტრი ეწინააღმდეგება. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი დღეს მხოლოდ  საბჭოს საოპერაციო შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააკეთა. მისი მტკიცებით, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა.

ეკატერინე ტიკარაძესა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის სავარაუდო დაპირისპირებას გამოეხმაურა ოპოზიცია. ფიქრობენ, რომ  რომ გუნდში უთანხმოების მთავარი მიზეზი უვადო მწვანე პასპორტების  თემაა.  ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მათ  დაუსრულებელ დაპირისპირებას და საკითხზე შეუთანხმებლობას მოქალქეეების სიცოცხლე ეწირება.

ახალი ამბები

საინტერესო ფაქტები